ლაშქრობა – მშობლიურ გარემოში
ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული და ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პროგრამით, მშობლიურ გარემოში ლაშქრობა გაიმართა.

ლაშქრობის მონაწილეებმა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლი ცივასულას ციხე მოინახულეს. ციხის ისტორიისა და აღნიშნული ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ მათ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, არქეოლგიის აკადემიური დოქტორი ვაჟა ფარტენაძე ესაუბრა.
ახალგაზრდებმა ასევე, მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარ მეფის თაღოვანი ხიდი დაათვალიერეს. დღის დასასრულს, სპორტული ნავებით შეჯიბრება გაიმართა, რომელმაც ლაშქრობას სათავგადასავლო და ემოციური დატვირთვა შესძინა.
ცოტნე ცაბაძე