საპატიო წოდება მიენიჭათ
ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭათ:
აჭარის ვეტერან სპორტსმენთა კავშირის თავჯდომარის მოადგილე თენგიზ თავდგირიძეს, აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტ ნინო ქავზინაძეს, ასევე, ჩვენს კოლეგას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სპორტულ ჟურნალისტ ირაკლი დარცმელიძეს – სპორტულ ჟურნალისტიკაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და 30-წლიანი პროფესიული მოღვაწეობისთვის. აღსანიშნავია, რომ ირაკლი დარცმელიძე წლების განმავლობაში გაზეთ „აჭარაში“ სპორტული მიმომხილველი იყო და მაღალკვალიფიციურად ასრულებდა თავის მოვალეობას.
აღნიშნული საპატიო წოდება არის მათი მრავალწლიანი შრომის, პროფესიონალიზმისა და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ღირსეული აღიარება. თითოეულ მათგანს ვუსურვებთ წარმატებებს, ახალ მიღწევებსა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს საქართველოს სპორტის საკეთილდღეოდ.
მანანა ძიძიშვილი