სტრატეგია, რომელიც გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად
By

სტრატეგია, რომელიც გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირების მიზნით, 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

მისი განმარტებით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

„ზოგადად, მნიშვნელოვანი სტრატეგიაა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს როგორც საგზაო უსაფრთხოება, ასევე, დავნერგოთ ახალი სისტემები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს გზებზე არსებული მდგომარეობა და შესაბამისად, დავნერგოთ ის საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ეს ციფრი 25%-მდე შემცირდეს. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ როგორც სიჩქარის შემცირების პრევენციებზე, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა უსაფრთხოება იყოს დაცული საქართველოს გზებზე“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *