პრემიერი – ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული
By

პრემიერი – ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ბათუმში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან  ბათუმის პორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს.

„ეს მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო ტვირთბრუნვის კუთხით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ბათუმის პორტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ფოთის პორტი. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *