18 წელი – აგვისტოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასევე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით, საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში, რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა.
საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია. დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ისევ ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.