ირაკლი კობახიძე – ბათუმის საზღვაო აკადემია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია ჩვენი ქვეყნისთვის
By

ირაკლი კობახიძე – ბათუმის საზღვაო აკადემია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია ჩვენი ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ბათუმში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ბათუმის საზღვაო აკადემიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებას მთავრობის მხრიდან ყურადღება არ მოაკლდება.
მისი თქმით, ბათუმის საზღვაო აკადემიის გაძლიერება საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

,,ბათუმის საზღვაო აკადემია -ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის.  აქ იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და, შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერებაც“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *