უჩხოში სკოლა შენდება
By

უჩხოში სკოლა შენდება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ორსართულიანი კაპიტალური სკოლა  შენდება, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობაზე, რომელზეც 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, კომპანია „ევრო 222“ აწარმოებს.

საქართველოს  პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე,  აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე,  ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე, ხულოს რესურცენტის უფროსი რამაზ გელაძე უჩხოში  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

– უჩხო ჩემი მშობლიური სოფელია. მისასალმებელია, რომ ძველი შენობის ნაცვლად, ორსართულიანი სკოლა გვექნება, რომელშიც საკლასო ოთახები და დამხმარე სივრცეები განთავსდება. პროექტის ფარგლებში,  არსებულ სპორტდარბაზსაც შეაკეთებენ. შენობა შშმ პირებზე სრულად  იქნება ადაპტირებული და აღიჭურვება საჭირო ინვენტარით,- გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *