გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
By

გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

 

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *