,,ქართული ხმები“  40 წლისაა
By

,,ქართული ხმები“  40 წლისაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლეგენდარულ ანსამბლ ,,ქართული ხმების” დაარსების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტების სერია აჭარაში ხელვაჩაურიდან დაიწყო.

ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი მაყურებლის წინაშე მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნილი გამორჩეული მუსიკალური ნომრებით წარსდგა. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, „ქართული ხმების“ მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის წარმოჩენა, ასევე, ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ხელშეწყობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის  სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
,,ქართული ხმების” დაარსებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართება ბათუმში, ხულოსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.

  • No Comments
  • აგვისტო 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *