„შუამთობისადმი “ მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა
By

„შუამთობისადმი “ მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა

„შუამთობის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები დასრულდა. საზეიმო განწყობა იყო  შუახევის რაიონის თაგინურის, ღომას, შედრეკილის (განდრეკილი) მთებში. ღომაში გამართული „შუამთობის“ მონაწილეებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, შუახეველთა დელეგატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, სხალთელი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსები მეუფე სპირიდონი და მეუფე ეფრემი მიესალმნენ.

ქედის მუნიციპალიტეტში, სასადილოს მთაზე ,,შუამთობას“ ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედელთა დელეგატი  ნადიმ ვარშანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *