პრემიერი ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანა აბულაძეს შეხვდა
By

პრემიერი ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანა აბულაძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანა აბულაძეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, ანა აბულაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ის 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2024 წლიდან იკავებს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას.

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე მიმდინარე წლის 26 ივნისს დაინიშნა.

  • No Comments
  • აგვისტო 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *