„დასაქმებულ ადამიანთა უფლებების დაცვა ნამდვილად საამაყო საქმეა“
By

„დასაქმებულ ადამიანთა უფლებების დაცვა ნამდვილად საამაყო საქმეა“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობა, ამომრჩეველთა წინადადებებისა და სურვილების გათვალისწინება კვლავ რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის, კომიტეტებისა და  თითოეული დეპუტატის საქმიანობის მთავარ მიმართულებად. გვესაუბრება უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

ბატონო ილია, წლებია აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობთ. თქვენს ცხოვრებაში რა ადგილს იჭერს საკანონმდებლო საქმიანობა?

– მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილება და პასუხისმგებლობაა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა. ამ მუშაობას ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მიაქვს. ეს აუცილებელიცაა. გუნდთან ერთად ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩვენი რეგიონისა და საქართველოს სამსახურში ვიყო.

სხვა სტრუქტურებშიც მუშაობდით. რეგიონის პროფკავშირული ორგანიზაციის პირველ პირს რა დამოკიდებულება გქონდათ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებასთან – ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“?

– მნიშვნელოვანია ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, რომელიც პროფკავშირებში გავატარე. დასაქმებულ ადამიანთა უფლებების დაცვა ნამდვილად საამაყო საქმეა. ეს ადამიანები არიან პირველ რიგში დასაფასებელი, რადგან მათი შრომით იქმნება დოვლათი, შრომის ანაზღაურებით ინახავენ საკუთარ და სხვათა ოჯახებს და გადასახადებით, რომელსაც იხდიან, სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, დააფინანსოს სხვადასხვა პროგრამა.

გაიხსენეთ ის პროექტები, რომლები თქვენ მიერაა ინიცრებული და სასიკეთოდ წაადგა რეგიონს?

– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. გავაფორმეთ სამმხრივი სოციალური პარტნიორობის შეთანხმება. ყველაფერი ეს მომდევნო წლებში აისახა კიდეც სოფლის მეურნეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

წლიდან წლამდე იზრდება სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტი. უკვე დაწყებულია მუშაობა 2027 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე. რა სიახლეებს უნდა ველოდეთ?

– კარგი გამოცდილება შევიძინე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას. მართლაც უნიკალურია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. მას, როგორც გახსოვთ, საფუძველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს პირველმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. სწორედ მაშინ დაიწყო საყოველთაო დაზღვევის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და სხვა პროგრამები. აჭარაში გვყავს საუკეთესო გუნდი ჯანდაცვის სისტემაში, გვაქვს უნიკალური და მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც მორგებულია ხალხის საჭიროებებზე და მათი შემუშავება და ამოქმედება სწორედ მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

ამომრჩეველი და საზოგადოების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ თქვენს დამოკიდებულებას აჭარის მთიანეთისადმი. სოფლების დაცარიელების პროცესის შესაჩერებლად რა კეთდება?

– ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ბიუჯეტის ზრდას. მტკიცდება ახალი პროგრამები, გამოიყოფა სულ უფრო მეტი თანხა, რათა დროულად და ეფექტურად დავეხმაროთ მოსახლეობას. ინერგება პრევენციული მიდგომები, ელექტრონული სისტემები აუმჯობესებს და ოპერატიულს ხდის სამედიცინო მომსახურებას.

აჭარის მთიანეთის მოსახლეობის ერთ ნაწილს ზაფხულში პირუტყვი ალპურ საძოვრებზე გადაჰყავს. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ აჭარაში მოქმედებმემთეურთა ავადობის პროგრამა“. რას იტყვით ამ პროგრამაზე?

– ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი აჭარის მიმართულებით სამედიცინო პოლიტიკა. ჩვენ პერიოდულად ვატარებთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხარდასაჭერად. ზაფხულის სეზონზე მობილიზებულია სწრაფი რეაგირების შესაბამისი სამედიცინო ჯგუფები. ადგილზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა მუდამ არის დღის წესრიგში. ამ კონტექსტში ასევე  განიხილება თემის სამედიცინო პუნქტების საქმიანობა, თუმცა ისინი სრულად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და ვფიქრობ, ასრულებენ თავიანთ ფუნქციას.

თქვენი ჩართულობა მომავალში როგორი იქნება?

– მსურს, პირველ რიგში, ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობა, მთელს ქვეყანას, რათა შესაძლებელი იყოს ამ პროგრამებსა და პროექტებზე საუბარი და მათი განხორციელება. საკმაო ასაკი, დიდი გამოცდილება მავალდებულებს, ხალხის სამსახურში ვიყო.

თემის სამედიცინო პუნქტებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებული პერსონალი მთის სოფლების  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშიზოგჯერ სარისკო სამედიცინო ჩარევაც უხდებათ. მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის რეგიონისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელობა რას აპირებთ, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ აჭარაშია თემის სამედიცინო პუნქტები?

– ხელისუფლება, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის, ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის. პერიოდულად სახელფასო პოლიტიკაც გადაიხედება. აჭარაში თემის სამედიცინო პუნქტების შენარჩუნება საპატიო საქმეა.

ოთარ ცინარიძე      

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *