მიხეილ სააკაშვილი – გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელეა და მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო
By

მიხეილ სააკაშვილი – გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელეა და მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მისი თანაგუნდელის, გია ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთში ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ, სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ ბარამიძეს უფრო დეტალური განმარტების გაკეთება მართებს.

ამასთან, სააკაშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს ფარისევლობაში ადანაშაულებს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოზიციების გამო.

,,ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელეა, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა, მაგრამ გარდა რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის პიარული საქმის დაწყებისა იმ განცხადებაზე, რომელიც 10 დღის თავზე გაახსენდათ ჩვენი წარმატებული ყრილობის გადასაფარად, იმ ,,ოპოზიციონერების“ აღტყინება უფრო გაუგებარია, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდნენ და ქება-დიდებას არ აკლებდნენ. ყველანაირ ფარისევლობას აქვს საზღვარი და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს.

თან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კარგა ხანია, რაც ამხილა ქოც-რუსების და მათი დასმული სალომეს ტყუილი, როცა ნათლად ჩაწერა დასკვნაში, რომ ქართულ მხარეს ომის კანონები არ დაურღვევია (უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა, რასაც მოღალატეები გვაბრალებენ, სწორედაც რომ ომის დანაშაულია)“, – წერს მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში.

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *