ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პირველ მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან ერთად, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი, სამსართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც 14 საკლასო ოთახი და სპორტდარბაზი განთავსდა. შენობა სრულად ადაპტირებულია და აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლაშიც, სადაც ხორციელდება შენობის შიდა სრული რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილია სახურავის, ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა.
საჯარო სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქობულეთის N1 და სოფელ საჩინოს საჯარო სკოლებში მოეწყო ღია სპორტული მოედნები.