By
,,მუსიკა ბათუმიდან“ – ქობულეთში
საავტორო მუსიკის რადიოფესტივალს ,,მუსიკა ბათუმიდან“, 15 აგვისტოს, 20:00 საათზე ქობულეთი უმასპინძლებს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
ქობულეთის ცენტრალური პარკის ამფითეატრში, მსმენელის წინაშე წარსდგება მუსიკოსი ვაჟა ტუღუში და ჯგუფი ,,cat fish “-ი.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
დასწრება თავისუფალია.