კობა ფარტენაძე დაკავებულია
By

კობა ფარტენაძე დაკავებულია

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე. ის, როგორც მისი ადვოკატი თემურ ქავშბაია ამბობს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2-განყოფილებაში დააკავეს.

,,ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში, “ – წერს კობა ფარტენაძის ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ კობა ფარტენაძე ამბობდა, რომ ბათუმში, ევროპის მოედანზე თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ.

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს რამდენიმე დღის წინ დაჭრით ემუქრებოდნენ. საქმეზე ორი პირი დააკავეს, სასამართლომ კი ორივე მათგანს 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *