ბათუმი ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
By

ბათუმი ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ცოტაც და 2026-2027 წლების სპორტული სეზონი დაიწყება, რომელიც ქართველ გულშემატკივარს არაერთ საინტერესო და დასამახსოვრებელ ტურნირს სთავაზობს. საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირს მეორედ, ამჯერად ბათუმში, 1-4 ოქტომბერს უმასპინძლებს.

მასში წინა სეზონების მსოფლიოს მაღალრეიტინგული სპორტსმენები იასპარეზებენ, მათ შორის იქნება ჩვენი 2026 წლის ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით: ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა, ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, დიანა დევისი-გლებ სმოლკინი.

ტურნირი ბათუმში, ყინულის მთავარ არენაზე გაიმართება (მისამართი: ლადო ასათიანის, ქ.№27), შემდეგი განრიგით:

1 ოქტომბერი – ქალები, სპორტული ცეკვები, მამაკაცები

(მოკლე პროგრამები/რიტმული ცეკვა).

2 ოქტომბერი – სპორტული ცეკვები, მამაკაცები (თავისუფალი პროგრამები), სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა).

3 ოქტომბერი – ქალები, სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამები).

ჩვენი სპორტსმენები მოუთმენლად ელიან ერთგულ გულშემატკივრებს ბათუმის ყინულის დარბაზში, მათ გულწრფელ მხარდაჭერას, რასაც ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

ტურნირების დაწყების სავარაუდო დროა – 13:00 საათი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე:

http://tkt.ge/TrialetiTrophy2026

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *