By
ბელგოროდში სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ბელგოროდის ოლქის სოფელ კოლოსკოვოზე უკრაინული რაკეტებით განხორციელებული დარტყმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე შუვაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიეველმა ტერორისტებმა ვალუისკის რაიონის სოფელ კოლოსკოვოს რაკეტები ესროლეს. სამწუხაროდ, უკრაინული ჭურვების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა“, – დაწერა შუვაევმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი, დაშავდა.