არქეოლოგიური გათხრების შედეგად მნიშვნელოვანი არტეფაქტები გამოვლინდა
By

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მნიშვნელოვანი არტეფაქტები გამოვლინდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, 2026 წელს არქეოლოგიური ექსპედიციები განხორციელდა გონიო-აფსაროსის, პეტრასა და კავიანის ციხის ტერიტორიებზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი არტეფაქტები, მათ შორის, მონეტები, რომლებსაც განსაკუთრებული სამეცნიერო და ნუმიზმატიკური მნიშვნელობა აქვთ.

ამ ეტაპზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე. ასევე, დაგეგმილია არქეოლოგიური კვლევების განხორციელება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა პერიოდის მონეტების კონსერვაცია განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები არტეფაქტების დაცვას უზრუნველყოფს და მათი შემდგომი ტიპოლოგიური, ქრონოლოგიური და ნუმიზმატიკური კვლევისა და საგამოფენო სივრცეში განთავსების შესაძლებლობას იძლევა. საკონსერვაციო სამუშაოები მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ განახორციელა.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *