By
ფერისცვალება – ეპარქიის ტაძრებში
ფერისცვალების დღეს სხალთის ეპარქიის ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა. დაბა შუახევის ახლად აშენებულ ტაძარში წირვა-ლოცვა სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, ეპარქიის მღვდელმსახურებმა აღავლინეს.

მრევლი საკმაოდ იყო ზვარეს წმინდა გიორგის, დაბა ქედის წმინდა ნიკოლოზის, სხალთის, ხიჭაურის დასახლების ტაძრებში, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებმაც მოილოცეს.
ცოტნე ცაბაძე