By
მამუკა მდინარაძე: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს სრული აბსურდია. „სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, – განაცხადეს პრესსამსახურში.
ცნობისათვის – ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“. აქვე აღნიშნულია, რომ წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა, მან ივლისში მიიღო და ის მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.