რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 726 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
By

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 726 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 726 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
„თავდაცვის ძალებმა დრონები ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, რიაზანის, სამარის, სარატოვის, ტამბოვის, ტულისა და ულიანოვსკის ოლქების, ასევე, მოსკოვის ოლქის, კრასნოდარის მხარის, თათრეთის რესპუბლიკის, აზოვისა და შავი ზღვების თავზე გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეც ჩამოაგდეს.
ამასთან, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 250 დრონი დააფიქსირეს.
სობიანინის თქმით, თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონში 28 დრონი მოიგერიეს.

 

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *