By
საცურაო აუზების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენური მდგომარეობა მოწმდება
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ტურისტულ სეზონზე საცურაო აუზების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მონიტორინგის ფარგლებში, ინსპექტორები ასევე ამოწმებენ სასტუმროების კვების ბლოკებსა და ნომრებს.
მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, სანიტარიულ შემოწმებას უწყება ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.