ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
By

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარის სისტემების შეძენას მოხმარდება – ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომისიის ცნობით, შეიარაღების შესყიდვების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებისგან განხორციელდება.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. დღეს 6.1 მილიარდი ევრო დავამტკიცეთ. მაშინ, როდესაც რუსეთი თავის შეტევებს აძლიერებს, ჩვენ ძალისხმევას ვაძლიერებთ, რათა უკრაინას ხალხისა და საჰაერო სივრცის დაცვაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *