რუსებმა ჩერნიგოვს დაარტყეს, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი
By

რუსებმა ჩერნიგოვს დაარტყეს, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვს დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც 49 წლის ქალი და 4 წლის გოგონა დაიღუპნენ.

„დღეს დილით მტერმა ქალაქზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად კერძო საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა. ასევე, დაზიანდა დამხმარე შენობები. ხანძარი ახლომდებარე მაღაზიაშიც გაჩნდა“, – განაცხადა ჩერნიგოვის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბრიჟინსკიმ.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაშავდა და ორი ადამიანი – ქალი და 4 წლის ბავშვი – დაიღუპა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *