By
მამუკა მდინარაძემ მინისტრის თანამდებობა დატოვა
მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.