By
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ 8 ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა.
„დარტყმები განხორციელდა იამალ-ნენთა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დაღესტანის საზღვაო პორტზე. ასევე, იერიშები განხორციელდა მოსკოვის, ვორონეჟის, ასტრახანისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ობიექტებზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.
„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიურ ტერორს აგრძელებს და ყოველდღიურად შესაბამის პასუხს იღებს“, – აცხადებს ზელენსკი.