პროგრამით ერთდროულად 50 ბენეფიციარი სარგებლობს
By

პროგრამით ერთდროულად 50 ბენეფიციარი სარგებლობს

21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა მარი ზანაქიძემ და ლელა სურმანიძემ, ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამინისტროს „ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბენეფიციარები მოინახულეს.

თავშესაფარში ფსიქიკური პრობლემების მქონე, მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადებით, სისხლძარღვოვანი და სხვა ტიპის დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან სადღეღამისო მომსახურებით, რაც გულისხმობს როგორც სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, ისე, მორალურ მხარდაჭერას. ამჟამად, პროგრამით ერთდროულად 50 ბენეფიციარი სარგებლობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამას სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში პროგრამით 800-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, პროგრამის ფარგლებში კი 7 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოიყო. წელს პროგრამის განსახორციელებლად 1 მლნ 460 000 ლარია გათვალისწინებული.

2026 წლის გზავნილია „რაც უფრო ადრე იცნობ, მით მეტი შეგიძლია გააკეთო – დემენციის დიაგნოზს მნიშვნელობა აქვს.“ 21 სექტემბერი გვახსენებს, რომ დაავადების მიღმა ყოველთვის ადამიანია  თავისი ისტორიით, ემოციებითა და ღირსებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც პაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *