„ქართული ხმები“ – ხულოში
By

„ქართული ხმები“ – ხულოში

აჭარის კულტურის სამინისტრო პროექტს „კულტურა მთაში“,  მიმდინარე წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ხულოს დრამატულ თეატრში, მთელი წლის განმავლობაში იმართება სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობენ აჭარის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი,  აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები, ადგილობრივი ანსამბლები და სოლო შემსრულებლები.

პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც ანსამბლის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.  შესრულდა ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერები.

ანსამბლის წევრებსა და მაყურებელს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე.

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ ანსამბლის წევრებს მადლობა გადაუხადა ქართული ხალხური სიმღერის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. მისი განცხადებით, პროგრამა „კულტურა მთაში“ სწორედ, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-პოპულარიზაციას, მთაში შემოქმედებითი პროცესების გააქტიურებას და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ქართული ხმების“ კონცერტს ესწრებოდნენ  პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე,  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

– ხულოში პირველად ვარ, – გვითხრა „ქართული ხმების“ დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჭკუასელმა,- ღონისძიების ორგანიზატორებმა შესანიშნავი გარემო, მაყურებლით გადაჭედილი დარბაზი დაგვახვედრეს. მადლობა მათ. აჭარა გამორჩეულად მიყვარს. ანსამბლის წევრებსა და მეც გაგვიჩნდა სურვილი, ისევ ვეწვიოთ მის მთიანეთს და მაყურებელი ჩვენი რეპერტუარით გავახაროთ.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *