ბათუმის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
By

ბათუმის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქის  №3, №12 და №26 საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

უწყების ცნობით, განახლებული საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს ახალი, მოწესრიგებული და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემოთი დახვდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდა როგორც ბაღების შიდა, ისე გარე სივრცეები, ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და ხარისხიანი სააღმზრდელო გარემოს შექმნისთვის.

განახლებული ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული პირობები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სააღმზრდელო პროცესის ეფექტიანად წარმართვას და ბავშვებისთვის განვითარებაზე, თამაშსა და სწავლებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *