აჭარის ფერმერებისთვის აგროტური
By

აჭარის ფერმერებისთვის აგროტური

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან შერჩეული 20-მდე ფერმერი იმერეთსა და გურიაში გამართულ აგროტურში მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში ისინი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებსა და წარმატებული მეურნეობების მუშაობის გამოცდილებას გაეცნენ.

აგროტური აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს 2026 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული ფერმერებისთვის თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიებისა და წარმატებული სამეწარმეო პრაქტიკის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული ცოდნის გაღრმავება.
აგროტურის მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე და საკალმახე მეურნეობები დაათვალიერეს, ასევე, მოინახულეს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც წარმოების პროცესსა და გამოყენებულ ტექნოლოგიებს გაეცნენ.

პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, მათთვის საინტერესო მიდგომები საკუთარ მეურნეობებში დანერგონ, რაც წარმოების განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ეს 2026 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის ორგანიზებული მეორე აგროტური იყო.

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *