ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
By

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  ნიკოლოზ სამხარაძე  მედიასთან საუბარში ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრას აფასებს და აღნიშნავს, რომ  შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

მისი  თქმით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

„მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის არც ჩვენს და არც ევროკავშირის ინტერესში, თუმცა ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც ფორმალურად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ მათ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა ეს დიალოგი აღდგეს. ჩვენ მზად ვართ დიალოგის აღსადგენად და ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი. ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, შუა დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ათვისებაში, რომლის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ევროკავშირია, რადგან ევროპაში ტვირთების დიდი ნაკადი სწორედ საქართველოს გავლით შედის“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *