ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
By

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით გაიმართა და მშვიდობის საკითხებს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე, სახელწოდებით „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით“, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა.
ირაკლი კობახიძემ ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას. მისი განცხადებით, საერთო გამოწვევების დასაძლევად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევასა და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენებას.
დახურული ფორმატის პანელური დისკუსია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *