ხელვაჩაურში თეატრალური პრემიერა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა
By

ხელვაჩაურში თეატრალური პრემიერა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში თეატრალური პრემიერა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა. ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში ჩატარდა.
პრემიერას აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.
თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ 8-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ბავშვები და აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების წარმომადგენლები.
პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ მიზანია ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია, მოზარდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ქართული იდენტობის განმტკიცება.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *