სტამბოლის საერთაშორისო გამოფენა – MÜSİAD EXPO 2026
By

სტამბოლის საერთაშორისო გამოფენა – MÜSİAD EXPO 2026

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე სტამბოლის საგამოფენო ცენტრში მიმდინარე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას – MÜSİAD EXPO 2026-ს ესწრებიან.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, MÜSİAD EXPO გლობალური ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც 18 სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესისა და პოლიტიკური სამყაროს ლიდერებს, ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში, პალატის ხელმძღვანელობა მონაწილეობას იღებს ორმხრივ ბიზნესშეხვედრებსა (B2B) და პანელურ დისკუსიებში.

ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონის ბიზნესისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება, გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამყარება და თურქეთთან თუ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა.

პალატა აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას, მათთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *