შალვა პაპუაშვილი – აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა
By

შალვა პაპუაშვილი – აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა.
„რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის. კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და თანამშრომლობისთვის არის განწყობილი; არსებობს საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია; დაიწყო „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელება საქართველოში, რაც ნიშნავს ტრამპის პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობაში სწორი დინამიკაა. სხვა მხრივ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენ წარმოდგენებს. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის კრიტერიუმი, როდესაც ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ ურთიერთობის იმ დონით, რაც არის. ამის მზაობა, გაცხადებული გვაქვს, რა მომენტშიც აშშ იქნება ამისთვის მზად, ჩვენ მხრიდან, იციან, რომ ჰყავთ კეთილსინდისიერი პარტნიორი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *