პრემიერი – ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – „იმედის კვირა“ ლევილის მამულთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ქართველებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
პრემიერის თქმით, ლევილი სიმბოლოა იმისა, რომ თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების განმავლობაში ოცნებას თავისუფლების შესახებ, დამოუკიდებლობის შესახებ.
„მე მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიწყო დისიდენტური მოძრაობა, ფართო საზოგადოებამ გაიგო ლევილის შესახებ და მას შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, დამოუკიდებლობის შესახებ. მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს ქართველებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის და არამხოლოდ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის, უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია,“- აღნიშნა პრემიერმა.