შეხვედრა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით
By

შეხვედრა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული მედიის კვლევებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ბსუ-ის რექტორი ტიტე აროშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან თეონა ბერიძესთან და ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელ ინგა შამილიშვილთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანს ნაგაშ მარტიროსიანს და სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანს ვესელინა ვალკანოვას შეხვდა.

ბსუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ჟურნალისტიკის მიმართულებით აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობას, გამოცდილების გაზიარებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს.

რექტორმა ასევე ისაუბრა მედიის კვლევებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა ბსუ-ში ჟურნალისტიკის პროგრამის მიმართ მზარდ ინტერესს და მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ბსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ტიგრან სიმიანი, სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნიკოლაი მიხაილოვი და თსუ-ის მულტიმედია ცენტრის ლექტორი, ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *