ბათუმი მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს
By

ბათუმი მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს

1-3 ოქტომბერს ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლე ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირ – „თრიალეთის თასს” უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მასში 20 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა.

სამი დღის განმავლობაში ფიგურული ციგურაობის ქართველ გულშემატკივრებს საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა ელით.

გაგაცნობთ ტურნირის განრიგს :

1 ოქტომბერი

14:45 ქალები (მოკლე პროგრამა)

17:00 გახსნის ცერემონია

17:45 სპორტული ცეკვები (რიტმული ცეკვა)

20:50 კაცები (მოკლე პროგრამა)

2 ოქტომბერი

15:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)

16:15 სპორტული ცეკვები (თავისუფალი ცეკვა)

20:30 კაცები (თავისუფალი პროგრამა)

3 ოქტომბერი

15:00 სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)

17:30 ქალები (თავისუფალი პროგრამა)

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *