By
კიევის სამხრეთ ხიდს შეუტიეს
რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთ ხიდს კიდევ ერთხელ შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამხრეთის ხიდს კვლავ დაარტყეს. ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები იგზავნებიან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის დარნიცის რაიონში 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, რუსებმა გუშინ სამხრეთ ხიდს სამჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც მეტროსა და მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.