დავით მსხალაძე 2026 წლის ევროპის აბსოლუტური ჩემპიონია!
ქართველი სპორტსმენები ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში წარმატებით გამოდიან. დავით მსხალაძემ დამსახურებულად მოიპოვა ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული, სასიხარულოა, რომ იგი ამ ტიტულს მესამედ დაეუფლა. ეს არის ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთი დიდი წარმატება, ისტორიული გამარჯვება, რომელშიც უდიდესი შრომაა ჩადებული.
დავით მსხალაძე 2026 წლის ევროპის საუკეთესო მებრძოლია. რა თქმა უნდა, გახარებულია მისი პირადი მწვრთნელი, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ცინცაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ დავითმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უმაღლესი კლასი.
ამავე ტურნირზე წარმატებას მიაღწია და კონტაქტურ კარატეში 20 – წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აჭარის ნაკრების წევრმა დიმიტრი მსხალაძემ (-70კილოგრამი წონითი კატეგორია).
ევროპის ჩემპიონობა, 16-წლამდელთა შორის, აჭარის ნაკრები გუნდის წევრმა ანამარია მსხალაძემაც (-60 კილოგრამი წონითი კატეგორია). იზეიმა. იგი პირველი გოგონაა აჭარიდან, ვინც კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, კონტაქტურ კარატეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრების წევრმა ედუარდ ზადურიანმა (-50კგ), რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ჩვენი სპორტსმენები ამ ჩემპიონატზე მართლაც საუკეთესოდ ასპარეზობენ. მათ შესახებ უფრო ვრცლად გაზეთ „აჭარის“ ფურცლებზე წაიკითხავთ.
მანანა ძიძიშვილი