შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის  153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
By

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის  153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ქალაქ არუშაში გაემგზავრა, სადაც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *