ჭიათურელები – ქედაში
By

ჭიათურელები – ქედაში

ქედის  და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 2025 წელს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის ხანდაზმულთა კლუბის წევრები ოფიციალური ვიზიტით ჭიათურაში იმყოფებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ოფიციალური შეხვედრა, სადაც მოწვეულ სტუმრებს და კლუბის წევრებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ხანდაზმულთა კლუბის თავმჯდომარე რეზო ბერიძე და დამეგობრებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მიესალმნენ.

ქედის მუნიციპალიტეტის ხანდაზმულთა კლუბს – ,,ღირსეული სიბერე“, დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურმა პირებმა უმასპინძლეს.

ხანდაზმულთა კლუბი 2016 წელს შეიქმნა და დღეს 20 წევრს აერთიანებს, რომლის უხუცესი წევრი 88 წლის ქალბატონი მარო შავლიძეა.

სტუმრები გაეცნენ ქედის ფოლკლორს, დაათვალიერეს ადგილობრივი ღვინის მარნები და ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი, მოილოცეს ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ასევე, დაათვალიერეს დანდალოს თაღოვანი ხიდი და მახუნცეთის ჩანჩქერი.

ღონისძიების მიზანია, მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე, ღირსშესანიშნავი ადგილების, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *