მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომში, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს
By

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომში, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ომი უკვე მეხუთე წელში გადადის, რაც თავდაპირველად გეგმაში არ ყოფილა. არ მგონია, რომ პუტინს ამ ომთან დაკავშირებით ასეთი გეგმა ჰქონოდა, შესაბამისად, მოვლენები ისე არ განვითარებულა, როგორც მან დაგეგმა. ამ სტრატეგიული ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი: მოლაპარაკებებით შეთანხმების მიღწევით, ან ერთი, ან ორივე მხარის მიერ ესკალაციით, რაც საბოლოოდ თავდაპირველი კონფლიქტის ფარგლებს გასცდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ნებისმიერი როლი, რაც შესრულებაც შეგვიძლია ამ მიზნის მისაღწევად. წარსულშიც ვცდილობდით, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. რუსებმა გამარჯვებად დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავება განსაზღვრეს. არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ეს მათი მიზანია და ახლაც კვლავ ამ მიზანზე საუბრობენ. უკრაინისთვის ეს პირობა, უბრალოდ, მიუღებელია. ამიტომ დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, თუ რაიმე კონსტრუქციული როლის შესრულება შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მის მიღწევას. გუშინ შავ ზღვაში ხომალდზე დრონებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. შეშფოთებული ვართ მეზობელ ქვეყანაში დივერსიული ოპერაციის შესაძლებლობითაც, რაც შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს და ვითარების შემდგომ ესკალაციაში გადაიზარდოს. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მოახლოებული ზამთრის გამოყენებას გეგმავს უკრაინაში ელექტროენერგიის ქსელის დარჩენილი ნაწილის გასანადგურებლად, რათა უკრაინას კაპიტულაცია აიძულოს. ამავდროულად, უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევას და განვაგრძოთ ასეთი შესაძლებლობების ძიება. ვფიქრობთ, ეს კარგი იქნებოდა როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება“, – აღნიშნა რუბიომ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *