რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას 1 600-მდე ფიზიკური პირი და ორგანიზაცია დაემატა
By

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას 1 600-მდე ფიზიკური პირი და ორგანიზაცია დაემატა

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 1 600-მდე ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის დამატება დაამტკიცეს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაამტკიცეს სანქციების სიაში თითქმის 1 600 ახალი სახელის დამატება, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკავშირდება. ეს არის სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ. ევროპა კვლავ ერთიანობას ავლენს“, – წერს კალასი.

მისი განცხადებით, სიაში შეტანილი სუბიექტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ჯაჭვთან არის დაკავშირებული.

,,მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთისთვის იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც იგი უკრაინელების მოსაკლავად იყენებს“, – წერს კალასი.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *