ორტომეული – ახალი გამოცემა
By

ორტომეული – ახალი გამოცემა

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ქართული მწერლობის ამაგდარის დიპლომის მფლობელი, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროზაიკოსი თამაზ დარჩიძე 10-მდე წიგნის ავტორია. წელს გამოიცა მისი ორტომეული – „აჭარა – გმირთა სამჭედლო“. წიგნებში შეტანილია სახელოვანი ქართველი მამულიშვილების მოღვაწეობის, სამშობლოსთვის გაწეული ამაგისა და თავგანწირვის ცალკეული ეპიზოდები, ბიოგრაფიები.

ავტორი აჭარის ფარგლებს გასცდა და ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის სადარი მოღვაწეების შესახებ თავისი ნაფიქრალ-ნააზრევი ორტომეულში შეიტანა.

ორტომეული დადებითად შეაფასეს ბათუმის სახალხო აკადემიის სხდომაზე, რომელსაც აკადემიის პრეზიდენტი ასლან კაკაბაძე უძღვებოდა. თავისი აზრი გამოთქვეს აკადემიის წევრებმა ტარიელ ქარცივაძემ, ჯამბულ გაბაიძემ, ანზორ კუდბამ, მერაბ აბესლამიძემ, შალვა ტაბაღუამ.

თამაზ დარჩიძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალ წიგნზე მუშაობს, რომელიც აჭარის წარსულსა და დღევანდელობას ეძღვნება.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *