By
ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად მეოთხედ დასახელდა
World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ბათუმმა კიდევ ერთხელ მოიპოვა. ის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ზალცბურგი, სტოკჰოლმი, ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო და ტალინი.
2023 წლის შემდეგ, World Travel Awards-ის აღნიშნული ჯილდო ბათუმმა უკვე მეოთხედ მოიპოვა.