ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
By

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

23–24 ოქტომბერს, ბათუმში, აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
AGRO FOOD BATUMI 2026 -ს ორგანიზატორი Expo Batumi-ა. ორგანიზატორების თქმით,  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, მანქანა-დანადგარები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს სოფლის მეურნეობის დარგში. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:  B2B ბიზნესშეხვედრები,
საერთაშორისო ნეთვორქინგის შესაძლებლობები,  აგროტურიზმისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის პრეზენტაციები.
AGRO FOOD BATUMI 2026 წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ახალი საქმიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად და საერთაშორისო ბაზრებზე გასაფართოებლად.

გამოფენაზე დასწრება ყველა ვიზიტიორისთვის თავისუფალია. აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე – 14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა ბათუმში სპორტის  სასახლეში გაიმართება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *