ნარჩენების მართვის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს
By

ნარჩენების მართვის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.  „ვეისთლესი“ 2022 წლიდან ოთხი კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენის მართვის ავტორიზაციას ფლობს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთების, გამოყენებული საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ასევე, ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვებასა და სათანადო მართვას.

შეხვედრაზე განიხილეს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების არსებული პრაქტიკა, გამოწვევები და გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
დენის სალუქვაძემ ნარჩენების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების ეფექტიანი სისტემების განვითარებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებას“, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, უმაღლესი საბჭოს წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *