ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
By

ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ერთობლივი პროექტით, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტეგრირებული სწავლების ბანაკი. სამდღიან ბანაკში შუახევის მუნიციპალიტეტის 18 მოსწავლე მონაწილეობდა. პროგრამა მოიცავდა ინოვაციური მეწარმეობის, იდეების შემუშავებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს.

მოსწავლეები გაეცნენ სტარტაპის შექმნის ძირითად პრინციპებს, პრობლემების გადაჭრის გზებსა და პროტოტიპების დამზადების პროცესს. პრაქტიკული სესიების დროს მათ შეისწავლეს „არდუინოსა“ და მიკროელექტრონიკის საფუძვლები, მიღებული ცოდნა საკუთარი იდეების განსახორციელებლად გამოიყენეს და შესაბამისი ბიზნესიდეები წარმოადგინეს.

პროგრამამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, ასევე ინოვაციური იდეების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობების გამოვლენას.

ბანაკის 18 მონაწილეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევიჰესის დირექტორმა აბიჯიდ ბაგატმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერმა ქეთევან ბულისკერიამ სერტიფიკატები გადასცეს. ცერემონიას შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ..

 ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *